სიახლეები

შეხვედრა რუმინული ორგანიზაცია "პროპარკების" წარმომადგენლებთან
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი რუმინული ორგანიზაცია "პროპარკების" წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შეხვდა.

მემორანდუმი პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა
დღეს, ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთშორისო დღე აღინიშნება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, (CENN) ეკობანაკის მოსწავლეებს უმასპინძლა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თხილის სარჩევ-დამხარისხებელი ხელსაწყო გადასცა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს პროექტის, „აჭარის დაცული ტერიტორიების განვითარება და მართვის დახვეწის“ ფარგლებში, კინტრიშის დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა და UNDP/GEF პროექტის მენეჯერმა, ირაკლი გორაძემ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ჭახათის“ წევრებს 5900 ლარის ღირებულების თხილის სარჩევ-დამხარისხებელი დანადგარი გადასცეს.

სამუშაო შეხვედრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, ლაშა მოისწრაფიშვილი პროექტის - "აჭარის რეგიონში დაცული ტერიტორიების გაფართოება და მართვის ეფექტურობა გაუმჯობესების" ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

კოლხეთის ეროვნულ პარკში სანადირო თოფით გადაადგილების ფაქტი გამოვლინდა
21 იანვარს, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის რეინჯერებმა ზუგდიდის უბნის ტრადიციული გამოყენების ზონაში გლუვლულიანი სანადირო თოფით გადაადგილების ფაქტი გამოავლინეს.

კლასიკური მუსიკის კონცერტი პრომეთეს მღვიმეში
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, საქართველოში პირველად, მღვიმეში კონცერტი გაიმართა.

კოლხეთის ეროვნულ პარკში სანადირო თოფით გადაადგილების ფაქტი გამოვლინდა
მიმდინარე წლის16 იანვარს, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსის, "ხობის" უბნის უფროსი რეინჯერისა და რეინჯერების მიერ, "ხობის" უბნის 12-ე კვარტალში გამოვლენილ იქნა სანადირო თოფით გადაადგილების 1 ფაქტი.
|

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა
მიმდინარე წლის 16 იანვარს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში რეინჯერების მიერ დაფიქსირდა რამდენიმე სამართალდარღვევის ფაქტი, კერძოდ ერთდროულად ეროვნულ პარკის სამ უბანზე - ნეძვის აღკვეთილში, ზანავის უბანზე და ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილში.

ალგეთის ეროვნული პარკი 50 წლისაა
ალგეთის ეროვნული პარკის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

ინციდენტი თბილისის ეროვნულ პარკში
თბილისის ეროვნულ პარკში ინციდენტი მოხდა. ადმინისტრაციის დირექტორის ლევან კაპანაძის სამსახურეობრივ ავტომანქანაში დაუდგენელი პირების მიერ ჩადებული ორი ხელყუმბარა და ავტომატური ცეხლსასროლი იარაღის მჭიდი, 30 ვაზნით აღმოჩნდა.

საახალწლო აქცია პრომეთეს მღვიმეში
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ , დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარესთან ლაშა მოისწრაფიშვილთან ერთად, იმერეთის დაცულ ტერიტორიებზე - პრომეთეს მღვიმეში გამართულ საახალწლო აქციაში მიიღო მონაწილეობა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე განხილულ იქნა პონტოს მუხის დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლო გზები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხი. პროექტს თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ფინანსური მხარდაჭრით ახორციელებს.

ფერმერთა კოოპერატივმა სატვირთო მანქანა გაეროს განვითარების პროგრამისგან მიიღო
ფერმერთა კოოპერატივმა მაღალმთიანი აჭარას სოფ. ჩიქუნეთში მიიღო სატვირთო მანქანა გაეროს განვითარების პროგრამისგან.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საპიკნიკე ფარდული აშენდა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.