სიახლეები
09 მარტი 2016
დაცული ტერიტორიების სააგენტო გერმანიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა ITB Berlin-ში მონაწილეობს
ITB Berlin ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა რომელიც ყოველწლიურად გერმანიაში, ქალაქ ბერლინში იმართება
03 მარტი 2016
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
3 მარტს 13:00 საათზე დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და „Treepex”-ის ჯგუფის წევრებს შორის „ისთ ფოინთის“ მთავარ მოედანზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
29 თებერვალი 2016
მარტვილის კანიონის სანაოსნო მონაკვეთი იჯარით გაიცემა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, გიგლა აგულაშვილი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, ლაშა მოისწრაფიშვილი მარტვილის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ.
26 თებერვალი 2016
შეხვედრა გერმანიის ელჩთან
კოლხეთის ეროვნულ პარკში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა გერმანიის ელჩს უმასპინძლა.
26 თებერვალი 2016
მარტვილის კანიონის ვიზიტორთა ცენტრი შენდება
მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე მიმდინარე ტურისტული ინფრასტრუქტურის სამუშაოები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა დაათვალიერეს. ბუნების ძეგლზე შენდება ვიზიტორთა ცენტრი.
17 თებერვალი 2016
საქართველოში შვეიცარიის მისია თბილისის ეროვნული პარკის ბილიკის მოწყობას დააფინანსებს.
საქართველოში შვეიცარიის მისია თბილისის ეროვნული პარკის ბილიკის მოწყობას დააფინანსებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, შვეიცარიის საელჩოში, შვეიცარიისა და ქართულ მხარეს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.
16 თებერვალი 2016
შეხვედრა რუმინული ორგანიზაცია "პროპარკების" წარმომადგენლებთან
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი რუმინული ორგანიზაცია "პროპარკების" წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შეხვდა.
13 თებერვალი 2016
მემორანდუმი პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
02 თებერვალი 2016
2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა
დღეს, ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთშორისო დღე აღინიშნება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, (CENN) ეკობანაკის მოსწავლეებს უმასპინძლა.
25 იანვარი 2016
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თხილის სარჩევ-დამხარისხებელი ხელსაწყო გადასცა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს პროექტის, „აჭარის დაცული ტერიტორიების განვითარება და მართვის დახვეწის“ ფარგლებში, კინტრიშის დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა და UNDP/GEF პროექტის მენეჯერმა, ირაკლი გორაძემ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ჭახათის“ წევრებს 5900 ლარის ღირებულების თხილის სარჩევ-დამხარისხებელი დანადგარი გადასცეს.
25 იანვარი 2016
სამუშაო შეხვედრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, ლაშა მოისწრაფიშვილი პროექტის - "აჭარის რეგიონში დაცული ტერიტორიების გაფართოება და მართვის ეფექტურობა გაუმჯობესების" ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
22 იანვარი 2016
კოლხეთის ეროვნულ პარკში სანადირო თოფით გადაადგილების ფაქტი გამოვლინდა
21 იანვარს, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის რეინჯერებმა ზუგდიდის უბნის ტრადიციული გამოყენების ზონაში გლუვლულიანი სანადირო თოფით გადაადგილების ფაქტი გამოავლინეს.
21 იანვარი 2016
კლასიკური მუსიკის კონცერტი პრომეთეს მღვიმეში
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, საქართველოში პირველად, მღვიმეში კონცერტი გაიმართა.
18 იანვარი 2016
კოლხეთის ეროვნულ პარკში სანადირო თოფით გადაადგილების ფაქტი გამოვლინდა
მიმდინარე წლის16 იანვარს, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსის, "ხობის" უბნის უფროსი რეინჯერისა და რეინჯერების მიერ, "ხობის" უბნის 12-ე კვარტალში გამოვლენილ იქნა სანადირო თოფით გადაადგილების 1 ფაქტი.
|
|
18 იანვარი 2016
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა
მიმდინარე წლის 16 იანვარს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში რეინჯერების მიერ დაფიქსირდა რამდენიმე სამართალდარღვევის ფაქტი, კერძოდ ერთდროულად ეროვნულ პარკის სამ უბანზე - ნეძვის აღკვეთილში, ზანავის უბანზე და ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილში.
