სიახლეები

საქართველოს სამ დაცულ ტერიტორიას მაღალი გამავლობის ექვსი ახალი ავტომობილი გადაეცა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელმა( GFA) ერთობლივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

კავკასიის ბუნების ფონდი დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს დააზღვევს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტი
საჯარო განხილვის მიზნით წარმოგიდგენთ იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტს, რომელიც მომზადდა ევროკავშირის საჯარო სამსახურებთან დაძმობილების (თვინინგი) პროექტის “საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის გაძლიერება” ფარგლებში.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების სასწავლო გაცვლითი ვიზიტი ესტონეთში
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ადმინისტრაციების თანამშრომლები, სასწავლო გაცვლითი ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდნენ. აღნიშნული სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ესტონეთის რესპუბლიკის გარემოსდაცვითი საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა („ეროვნული დაცული ტერიტორიების ქსელის მართვა და ბუნების პრაქტიკული კონსერვაცია“).

ელგუჯა ხოკრიშვილმა კოლხეთის ეროვნული პარკი მოინახულა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა კოლხეთის ეროვნული პარკი მოინახულა. ვიზიტის ფარგლებში იგი ადგილზე გაეცნო მოწყობილ ინფრასტრუქტურას, დაათვალიერა კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, სადაც პროექტ „მწვანე არდადეგების“ ფარგლებში ფოტოგრაფების მიერ გადაღებული სურათების გამოფენა მოეწყო.

ჯავახეთის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ბერიძემ ჯავახეთის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობის პროცესი მოინახულა. ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის დაფინანსებითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის გერმანიის ფილიალის ზედამხედველობით ხორციელდება.

სასწავლო გაცვლითი ტური ესტონეთში
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ესტონეთის რესპუბლიკის გარემოსდაცვითი საბჭოს ერთობლივი პროექტის ,,ეროვნული დაცული ტერიტორიების ქსელის მართვა და ბუნების პრაქტიკული კონსერვაცია“ ფარგლებში, სსიპ დაცული ტერიტორიების თავმჯდომარე და თანამშრომლები სასწავლო გაცვლითი ვიზიტით ესტონეთში იმყოფებიან.

პეტრე ჭაბუკიანის 125 წლის იუბილე
სათაფლიის ადმინისტრაციაში პეტრე ჭაბუკიანის 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი მოღვაწეობის ამსახველი ფოტოსურათებისა და ხელნაწერების გამოფენა მოეწყო, ღონისძიებას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე.

საზაფხულო ბანაკი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე საზაფხულო ბანაკს ესტუმრა რკონში, სადაც მან ახალგაზრდებს დაცული ტერიტორიების შესახებ ლექცია ჩაუტარა, რომლის დაცვასა და შენარჩუნებაზე სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა.

დასუფთავების აქცია
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, ბუღდაშენის ტბის აღკვეთილზე დასუფთავების აქცია გაიმართა.

ხელმოწერა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ, ააიპ საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუს“ წარმოდგენილი გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

შემოწირულობის ხელშეკრულების ხელმოწერა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ, პროკრედიტ ბანკის დირექტორმა ქეთევან ხუსკივაძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა შემოწირულობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

სტუდენტური კონფერენცია ლაგოდეხში
არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია „ახალგაზრდები გარემოსთვის“.

ვიზიტორთა და ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა ჯავახეთში
ახალქალაქში, ჯავახეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა და ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა დაიწყო.

აჭარის დაცული ტერიტორიების ხელშეწყობა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და გაეროს განვითარების პროგრამა ახალ პროექტს იწყებენ, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობას ითვალისწინებს.