სიახლეები
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი პროგრამული უზრუნველყოფა
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში ბიუჯეტირების, აღრიცხვისა და ანგარიშგებისათვის ახალი სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა იგეგმება.
18 ივლისი 2013ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
2013 წლის 9 ივლისს, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის შენობაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
16 ივლისი 2013მტირალას ეროვნულ პარკში შვლების გაშვების ღონისძიება გაიმართა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღეს მტირალას პარკში შვლების გაშვების ღონისძიებაში.
15 ივლისი 2013მოხალისეები დაცულ ტერიტორიებზე
2013 წლის 10 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, თავისუფალ უნივერსიტეტსა და აგრარულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ერთდროულად საქართველოს ექვს დაცულ ტერიტორიაზე ხორციელდება პროექტი სახელწოდებით - „მოხალისეები დაცულ ტერიტორიებზე“, რომელშიც, თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის 540 სტუდენტი არის ჩართული.
12 ივლისი 2013დაცული ტერიტორიების სააგენტოში, ოკაცის კანიონზე მიმდინარე ინფრასტრუქტურიული პროექტის განხილვასთან დაკავშირებული სხდომა გაიმართა
2013 წლის 10 ივლისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში, ოკაცის კანიონზე მიმდინარე ინფრასტრუქტურიული პროექტის განხილვასთან დაკავშირებული სხდომა გაიმართა.
11 ივლისი 2013დაცული ტერიტორიების სააგენტოში ბუნების ძეგლების სტატუსის მინიჭების განმსაზღვრელი კომისიის სხდომა გაიმართა
გუშინ, 10 ივლისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში ბუნების ძეგლების სტატუსის მინიჭების განმსაზღვრელი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
11 ივლისი 2013ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში “ ნორჩი რეინჯერი“-ს დაჯილდოება გაიმართა
2013 წლის 7 ივნისს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ნორჩი რეინჯერებისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.
09 ივლისი 2013ოკაცის კანიონზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ანგარიშის წარდგენა
2013 წლის 10 ივლისს, 11:00 სთ-ზე, დაცული ტერიტორიების სააგენტო გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოკაცის კანიონზე მიმდინარე ტურისტული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ანგარიშის განხილვას. აღნიშნული შეხვედრა გაიმართება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში. მისამართი: გულუას ქ. 6, მე-5 სართული.
09 ივლისი 2013„საძოვრების მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის პრეზენტაცია ქორთიარდ მერიოტში
2013 წლის 9 ივლისს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ პროექტის „საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვა ადგილობრივი თემებისთვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირების მიზნით“ პრეზენტაცია გაიმართა.
01 ივლისი 2013დაცული ტერიტორიების სააგენტო და მშვიდობის კორპუსი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამერიკელი მოხალისისთვის ეძებს ოჯახს
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო და მშვიდობის კორპუსი (Peace Corps), მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ეძებს ოჯახს, რომელსაც სურვილი აქვს უმასპინძლოს ამერიკელ მოხალისეს. მოხალისეს საქართველოში ვიზიტის მიზანია დაეხმაროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკო ტურიზმის მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებაში.
28 ივნისი 2013დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
ხუთშაბათს, 27 ივნისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
25 ივნისი 2013
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის სფეროში
2013 წლის 25 ივნისს, 15:00 საათზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ დაბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“-ს დირექტორმა მაკა ჯორჯაძემ ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
20 ივნისი 2013სააგენტოს თავმჯდომარის რატი ჯაფარიძის ვიზიტი ვაშლოვანის ეროვნულ პარკში
2013 წლის 18 ივნისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე მონიტორინგის მიზნით ვაშლოვანის ეროვნულ პარკს ეწვია. მის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ვაშლოვანის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც პარკის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად დროულად იქნა ლიკვიდირებული.
14 ივნისი 2013დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის რატი ჯაფარიძის სიტყვა დაცული ტერიტორიების პრიორიტეტების შესახებ, წარმოთქმული გუშინ, თვინინგის პროგრამის პრეზენტაციის დროს
ქალბატონებო და ბატონებო,
მოგესალმებით, გახლავართ რატი ჯაფარიძე, მიმდინარე წლის 18 მაისიდან დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე. მინდა მოკლედ მიმოვიხილო დაცულ ტერიტორიებზე ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები და გაგაცნოთ სააგენტოს სამომავლო გეგმები.
13 ივნისი 2013დაზღვევის ხელშეკრულების ხელმოწერა
2013 წლის 13 ივნისს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ხელმძღვანელმა დევიდ მორისონმა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ დაზღვევის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.