სიახლეები

ოკაცის კანიონზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ანგარიშის წარდგენა
2013 წლის 10 ივლისს, 11:00 სთ-ზე, დაცული ტერიტორიების სააგენტო გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოკაცის კანიონზე მიმდინარე ტურისტული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ანგარიშის განხილვას. აღნიშნული შეხვედრა გაიმართება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში. მისამართი: გულუას ქ. 6, მე-5 სართული.

„საძოვრების მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის პრეზენტაცია ქორთიარდ მერიოტში
2013 წლის 9 ივლისს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ პროექტის „საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვა ადგილობრივი თემებისთვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირების მიზნით“ პრეზენტაცია გაიმართა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო და მშვიდობის კორპუსი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამერიკელი მოხალისისთვის ეძებს ოჯახს
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო და მშვიდობის კორპუსი (Peace Corps), მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ეძებს ოჯახს, რომელსაც სურვილი აქვს უმასპინძლოს ამერიკელ მოხალისეს. მოხალისეს საქართველოში ვიზიტის მიზანია დაეხმაროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკო ტურიზმის მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებაში.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
ხუთშაბათს, 27 ივნისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის სფეროში
2013 წლის 25 ივნისს, 15:00 საათზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ დაბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“-ს დირექტორმა მაკა ჯორჯაძემ ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

სააგენტოს თავმჯდომარის რატი ჯაფარიძის ვიზიტი ვაშლოვანის ეროვნულ პარკში
2013 წლის 18 ივნისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე მონიტორინგის მიზნით ვაშლოვანის ეროვნულ პარკს ეწვია. მის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ვაშლოვანის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც პარკის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად დროულად იქნა ლიკვიდირებული.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის რატი ჯაფარიძის სიტყვა დაცული ტერიტორიების პრიორიტეტების შესახებ, წარმოთქმული გუშინ, თვინინგის პროგრამის პრეზენტაციის დროს
ქალბატონებო და ბატონებო,
მოგესალმებით, გახლავართ რატი ჯაფარიძე, მიმდინარე წლის 18 მაისიდან დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე. მინდა მოკლედ მიმოვიხილო დაცულ ტერიტორიებზე ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები და გაგაცნოთ სააგენტოს სამომავლო გეგმები.

დაზღვევის ხელშეკრულების ხელმოწერა
2013 წლის 13 ივნისს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ხელმძღვანელმა დევიდ მორისონმა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ დაზღვევის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

,,დაძმობილების" (TWINNING) ახალი პროგრამის პრეზენტაცია
2013 წლის 12 ივნისს, სასტუმრო თბილისი მარიოტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ,,დაძმობილების“ (TWINING) ახალი პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაძლიერება“ პრეზენტაცია გაიმართა.

ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ხანძარი ლოკალიზებულია
2013 წლის 24 მაისს, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში ახალი თავმჯდომარე დაინიშნა
2013 წლის 18 მაისიდან დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჰყავს ახალი თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე.

დაცული ტერიტორიების სააგნეტო მე- 6 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა "EXPO BATUMI 2013 – ზე
2013 წლის 10-12 მაისს დაცული ტერიტორიების სააგენტო აჭარაში, ქ.ბათუმში გამართულ ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის მე _6 საერთაშორისო ტურისტული გამოფენაზე “EXPO BATUMI 2013”-ში იღებს მონაწილეობას.

საგრანტო ხელშეკრულება ეროვნული პარკებისთვის

დაცული ტერიტორიების სააგნეტო - საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
2012 წლის 12 აპრილიდან 14 აპრილამდე დაცული ტერიტორიების სააგენტომ გამოფენების ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების მე-2 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფინანსური მხარდაჭერა კერძო სექტორის მიერ
საქართველოს ბანკმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისთვის 75,000 აშშ დოლარი გამოყო.