სიახლეები

ველო ტური მოყვარულთათვის თუშეთის ეროვნულ პარკში
2013 წლის 6-8 სექტემბერს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით თუშეთის ეროვნულ პარკში ველო ტური მოეწყო.

ახალი სერვისი მტირალას ეროვნულ პარკში
2013 წლის 2 აგვისტოდან მტირალას ეროვნულ პარკის ადმინისტრაციაში ახალი სერვისი - ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (ჩგდ) ამოქმედდა.

ველო ტური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე
2013 წლის 25 აგვისტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, ილიას ტბიდან ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმართულებით ერთდღიანი ველო ტური მოეწყო.

ტური ფოტოგრაფებისათვის ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე
2013 წლის 23-25 აგვისტოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით მოხალისე ფოტოგრაფებისათვის ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტო-ტური მოეწყო.

კერძო სექტორის მხრადაჭერა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების განვითარებისათვის
2013 წლის 24 აგვისტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილები ლაშა მოისწრაფიშვილი და ბაკურ კვარაცხელია, კავკასიის ბუნების ფონდის პროგრამების რეგიონული დირექტორი დენიელ სეპიკი და პროკრედიტ ბანკის 50 თანამშრომელი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ეწვივნენ და იქ არსებული 5 კილომეტრიანი ტურისტული მარშრუტის - „მაჭისციხის“ აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.

ნავებით მომსახურების სერვისი პრომეთეს მღვიმეში აღდგენილია
გვსურს პრომეთეს მღვიმის ყველა ვიზიტორს კიდევ ერთხელ ბოდიში მოგიხადოთ ამ დრომდე მღვიმეში ნავებით სარგებლობის სერვისის შეფერხების გამო

ლაგოდეხის ველო ტურის მონაწილეთა საყურადღებოდ!
ველოსიპედების ტრანსპორტირება განხორციელდება Iveco-ს ტიპის გადახურული სატვირთო მანქანის საშუალებით. ადგილის ეკონომიის გათვალისწინებით, ველოსიპედებს ტრანსპორტირებისას ჩაეხსნებათ წინა თვლები.

პრომეთეს მღვიმის ვიზიტორთა საყურადღებოდ!
გვსურს ბოდიში მოგიხადოთ მღვიმეში ნავებით სარგებლობის სერვისის შეფერხების გამო

ველო ტურის მონაწილეთა საყურადღებოდ!
მათ საყურადღებოდ, ვინც გაიარა რეგისტრაცია: შეკრება - 2013 წლის 25 აგვისტოს, დილას 08:00 საათზე, სპორტის სასახლესთან.

კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სხდომა
2013 წლის 21 აგვისტოს, 12 საათზე კოლხეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობაში განვითარების ფონდის საერთო კრება გაიმართა.

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
2013 წლის 20 აგვისტოს კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე და საკონსულტაციო საბჭოს სხვა წევრები

ილიას უნივერსიტეტის მულტიდისციპლინური ექსპედიცია თუშეთში
8-დან 18 აგვისტოს ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ეგიდით მოეწყო კომპლექსური მულტიდისციპლინური კვლევითი ექსპედიცია თუშეთის ეროვნულ პარკში გეოლოგიის, ეთნოგრაფიის, გეოფიზიკის და ბუნებრივი მრავალფეროვნების შესწავლის კუთხით.

ველო ტური მოყვარულთათვის ილიას ტბა - ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები
2013 წლის 25 აგვისტოს, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით ეწყობა ერთდღიანი ველო ტური ილიას ტბიდან ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმართულებით.

აუქციონი 4 დაცულ ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის სარგებლობაში გადაცემის მიზნით
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ "დაცული ტერიტორიების სააგენტო"-ს სარგებლობაში გადასაცემად აუქციონზე გამოაქვს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ტურისტული ინფრასტრუქტურა და გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარე 5 შენობა.

ტური ფოტოგრაფებისათვის ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით მოხალისე ფოტოგრაფებისათვის ეწყობა ფოტო-ტური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, რომლის მიზანია შეირჩეს 100 საუკეთესო სურათი.