სიახლეები

პროექტი „მოხალისეები დაცულ ტერიტორიებზე“ დასრულდა
2013 წლის 9 აგვისტოს, სტუდენტური პროექტი სახელწოდებით „ პრაქტიკული სწავლება დაცულ ტერიტორიებზე“ დასრულდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ პრომეთეს (წყალტუბოს) მღვიმის პირველაღმომჩენს საიუბილეო თარიღი მიულოცა
2013 წლის 8 აგვისტოს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძემ, წყალტუბოს იგივე პრომეთეს მღვიმის აღმომჩენი ჯგუფის ხელმძღვანელს, ბ-ნ ჯუმბერ ჯიშკარიანს დაბადების დღის საიუბილეო თარიღი მოულოცეს და სპელეოლოგიაში გაწეული ღვაწლისათვის სამახსოვრო სიგელი გადასცეს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმისტრაციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
2013 წლის 5 აგვისტოს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო და მშვიდობის კორპუსი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამერიკელი მოხალისისთვის ეძებს ოჯახს
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო და მშვიდობის კორპუსი (Peace Corps), მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ეძებს ოჯახს, რომელსაც სურვილი აქვს უმასპინძლოს ამერიკელ მოხალისეს

31 ივლისი - რეინჯერთა საერთაშორისო დღე
31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღედ არის გამოცხადებული

დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭო დაფუძნდა
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან არსებულ, ამ დრომდე იურიდიული სტატუსის არმქონე საკონსულტაციო საბჭოს, დაცული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის საფუძველზე, იურიდიული სტატუსი მიენიჭა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის ვიზიტი ქ. კიევში (უკრაინა)
2013 წლის 26 ივლისს, ქ. კიევში (უკრაინა) საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანი უკრაინულ ბაზარზე საქართველოს როგორც ტურისტული მიმართულების წარმოჩენა და პოპულარიცაზია იყო.

დასუფთავების აქცია თბილისის ეროვნულ პარკში
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2013 წლის 24 ივლისს, 12 საათზე, თბილისის ეროვნულ პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი პროგრამული უზრუნველყოფა
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში ბიუჯეტირების, აღრიცხვისა და ანგარიშგებისათვის ახალი სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა იგეგმება.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
2013 წლის 9 ივლისს, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის შენობაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

მტირალას ეროვნულ პარკში შვლების გაშვების ღონისძიება გაიმართა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღეს მტირალას პარკში შვლების გაშვების ღონისძიებაში.

მოხალისეები დაცულ ტერიტორიებზე
2013 წლის 10 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, თავისუფალ უნივერსიტეტსა და აგრარულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ერთდროულად საქართველოს ექვს დაცულ ტერიტორიაზე ხორციელდება პროექტი სახელწოდებით - „მოხალისეები დაცულ ტერიტორიებზე“, რომელშიც, თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის 540 სტუდენტი არის ჩართული.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში, ოკაცის კანიონზე მიმდინარე ინფრასტრუქტურიული პროექტის განხილვასთან დაკავშირებული სხდომა გაიმართა
2013 წლის 10 ივლისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში, ოკაცის კანიონზე მიმდინარე ინფრასტრუქტურიული პროექტის განხილვასთან დაკავშირებული სხდომა გაიმართა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში ბუნების ძეგლების სტატუსის მინიჭების განმსაზღვრელი კომისიის სხდომა გაიმართა
გუშინ, 10 ივლისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში ბუნების ძეგლების სტატუსის მინიჭების განმსაზღვრელი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში “ ნორჩი რეინჯერი“-ს დაჯილდოება გაიმართა
2013 წლის 7 ივნისს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ნორჩი რეინჯერებისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.