სიახლეები

ცვლილებები სამართალდარღვევათა კოდექსში
გასულ კვირას, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაცული ტერიტორიების დანაგვიანების ფაქტთან დაკავშირებით სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეიტანა.

ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო ეხმაურება სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება ადიგენისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში - კერძოდ, დაბა აბასთუმნის ობსერვატორიისა და ბირთვისის მიმდებარედ ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტებს

სააგენტოს თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში
2013 წლის 22 სექტემბერს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ქალაქ ბერლინში იმყოფებოდა, სადაც იგი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) ყოფილ წარმომადგენელს საქართველოში - ტობიას გარსტეკის შეხვდა.

საინფორმაციო ბიულეტენი
უახლოეს მომავალში დაცული ტერიტორიების სააგენტო დაიწყებს საინფორმაციო ბიულეტენის გავრცელებას, სადაც ასახული იქნება გასული ორი კვირის მანძილზე სააგენტოს ცენტრალურ აპარატსა თუ ტერიტორიულ ადმინისტრაციებში განვითარებული მოვლენები და ასევე, სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები.

შეხვედრა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან
2013 წლის 20 სექტემბერს დაცული ტერიტორიების სააგენტოში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) წარმომადგენლები იან ჩერნიკი და სოფია ქამუშაძე ესწრებოდნენ.

თრუსოს ხეობის კომისიის დასკვნის საჯარო განხილვა
2013 წლის 26 სექტემბერს, 11 საათზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომლის დროსაც განიხილება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, თრუსოს ხეობაში არსებული შპს „კასარას“ კუთვნილი სალიცენზიო ობიექტის - ჭაბურღილის შესაძლო ზემოქმედების შეფასება ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე თრუსოს ტრავერტინზე, აბანოს მინერალურ ტბასა (ე.წ. “ბუყბუყა“) და ასევე, ეროვნული პარკის საზღვართან სიახლოვეს მდებარე ქეთერისის კარსტულ წყაროზე (ვოკლუზზე).

ინფორმაცია კოლხეთის ფონდის გეგმურ სამუშაოებზე
2008 წლის 6 მაისს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შავი ზღვის ტერმინალს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შავი ზღვის ტერმინალი იღებს ვალდებულებას ყულევის საზღვაო ტერმინალთან მისასვლელი რკინიგზის მშენებლობის გამო განახორციელოს გარემოზე ზემოქმედების ნებართვით გათვალისწინებული პირობების შესრულების საკომპენსაციო ღონისძიებები.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს მეორე სხდომა
2013 წლის 16 სექტემბერს დაცული ტერიტორიების სააგენტოში რიგით მეორე საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსპექტირების სამსახურის ინფორმაციით, ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, დაბა მანგლისიდან 25 კმ-შიხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები არის აღმოჩენილი.

თრუსოს ხეობის საველე კომისიის დასკვნა
2013 წლის 18 აგვისტოს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში სპეციალურმა კომისიამ განახორციელა თრუსოს მინერალური წყლისა და თანმხლები ნახშირორჟანგა აირის საბადოს საველე სარეკოგნოსცირებო კვლევა.

იჯარით გაცემული ქონება
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ 2013 წლის აგვისტოში გამოცხადებული აუქციონის შედეგად, იჯარის სახით სარგებლობაში გადავიდა შემდეგი სახის უძრავი ქონება:

კოლხეთის დაცული ტერიტორიების ფონდის ფუნქციონირება
2008 წლის 6 მაისს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შავი ზღვის ტერმინალს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ამ უკანასკნელმა, ყულევის საზღვაო ტერმინალთან მისასვლელი რკინიგზის მშენებლობის გამო ვალდებულია განახორციელოს გარემოზე ზემოქმედების ნებართვით გათვალისწინებული პირობების შესრულების საკომპენსაციო ღონისძიებები.

ელექტრონული ტენდერები
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ "დაცული ტერიტორიების სააგენტო" აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სხვადასხვა დასახელების მომსახურებისა და პროდუქციის შესყიდვაზე.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს მეორე სხდომა
2013 წლის 16 სექტემბერს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭოს რიგით მეორე სხდომა გაიმართება

საერთაშორისო ექსპერტის ვიზიტი თბილისის ეროვნულ პარკში
2012 წლის 5 ივნისს დაცული ტერიტორიების სააგენტომ და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ გააფორმეს მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობა“ განხორციელებას.