სიახლეები

ვიზიტი აზერბაიჯანში ქურციკების რეინტროდუქციის თემაზე
2013 წლის 15-18 დეკემბერს ქ. ბაქოში გაიმართა სემინარი ქურციკების (Gazella subgutturosa) აზერბაიჯანიდან საქართველო-
ში რეინტროდუქციის თემასთან დაკავშირებით, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა მოისწრაფიშვილი დაესწრო.

ძუძუმწოვარ ცხოველთა რიცხოვნობისა და სიმჭიდროვის დადგენა ლაგოდეხში
2013 წლის 1 დეკემბერს, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საველე კვლევა განხორციელდა, რომელიც მსხვილი ძუძუმწოვრების რიცხოვნობისა და სიმჭიდროვის განსაზღვრას ითვალისწინებს.

პარლამენტმა დაცული ტერიტორიის სტატუსი 16 ბუნების ძეგლს მიანიჭა
მიმდინარე წლის ივლისში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით საქართველოს პარლამენტს განსახილველად 8 ობიექტზე არსებული 16 ბუნების ძეგლისათვის სტატუსის მინიჭების საკითხი გადაეცა.

ველო ტური ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე
კვირას, 24 ნოემბერს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ველომოყვარულთა საინიციატივო ჯგუფის ეგიდით ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ველო-ტური მოეწყო.

პროექტი ჩემი სკოლა ბუნებაში
2013 წლის 20 ნოემბერს, იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებზე პროექტის „ჩემი სკოლა ბუნებაში“ ეგიდით პირველი ღონისძიება ჩატარდა.

ახალი ტურისტული სერვისი მტირალას ეროვნულ პარკში
2013 წლის 12 ნოემბერს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და ტურიზმის დარგის გერმანელი ექსპერტების მხარდაჭერით მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2 ახალი გასართობი და ექსტრემალური ტურისტული სერვისი დაინერგა.

ველო ტური ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე
კვირას, 24 ნოემბერს, დაცული ტერიტორიების სააგენტო ველომოყვარულთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად გიწვევთ ერთდღიან ველო ტურში თბილისი - ვაშლოვანის მიმართულებით.

პრეზენტაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთათვის
2013 წლის 12 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის შენობაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა დაცულ ტერიტორიებსა და ეროვნული პარკების ბიო მრავალფეროვნებას და იქ არსებული ეკო ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმოხილვას.

სათაფლიაში ვიზიტორთა ბილიკები მოპირკეთდა
გასულ კვირას, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლების ინიციატივით, სათაფლიაში არსებული ვიზიტორთა ბილიკები დეკორატიული მოწნული ღობეებით მოპირკეთდა.

დაცული ტერიტორიების ფოტო გამოფენა ქ. ჟენევის გაეროს ოფისში
2013 წლის 6 ნოემბერს, ქ. ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისში საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა.

ჯეირნები ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე
გასულ კვირას, დაცული ტერიტორიების სააგენტოში მიმდინარე პროექტის „ჯეირნების რეინტროდუქცია კავკასიის ისტორიულ ჰაბიტატებში“ მეორე ეტაპი დასრულდა.

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების თანამშრომლების ტრენინიგი
2013 წლის 28 ოქტომბერს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის ტრენინგი ჩატარდა.

ჯეირნების რეინტროდუქციის პროექტი საქართველოში
2013 წლის 21 ოქტომბერს, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, ასევე გერმანიის თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ჯეირნების რეინტროდუქცია კავკასიის ისტორიულ ჰაბიტატებში“ მეორე ეტაპი დასრულდა.

საინფორმაციო ტური ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე
2013 წლის 11 ოქტომბერს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეგიდით, ტურ ოპერატორი კომპანიებისათვის მოეწყო საინფორმაციო ტური ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე.

კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდი - ტენდერი
კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს შემდეგი დასახელების მომსახურებისა და პროდუქციის შესყიდვაზე: