სიახლეები

16 დეკემბერი 2015

ბორჯომში რეინჯერებისათვის ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს დაცული ტერიტორიების რეინჯერებისთვის ბორჯომში 4 დღიანი ტრენინგი ჩატარდა.

30 ნოემბერი 2015

საგრანტო ხელშეკრულება

აცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშომლების 2016 წლის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს. ამის შესახებ საგრანტო ხელშეკრულება დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაფორმდა

28 ნოემბერი 2015

ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი 80 წლისაა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის 80 და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

19 ნოემბერი 2015

დემარკაციის საველე სამუშაოები დასრულდა

დაშბაშისა და სამშვილდის კანიონების ბუნების ძეგლების დემარკაციის საველე სამუშაოები დასრულდა.

17 ნოემბერი 2015

ცხვრის სასმელი წყლით მომარაგების სისტემა

დედოფლისწყაროს რაიონში, ცხვრის სასმელი წყლით მომარაგების სისტემა გაიხსნა, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი დაესწრო. წყლით მომარაგების სისტემა სამუხის ველზე მოეწყო. 

16 ნოემბერი 2015

ბიზნეს იდეების შერჩევის კონკურსი

კინტრიშის დაცული ტერიტორიების, ალგეთისა და ყაზბეგის ეროვნული პარკების მიმდებარე სოფლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში „ბიზნეს იდეების შერჩევის კონკურსი“ გაიმართა.

16 ნოემბერი 2015

სამუშაო შეხვედრა მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში

მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და აჭარის დაცული ტერიტორიების ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

15 ნოემბერი 2015

აგრარულ უნივერსიტეტში დაცული ტერიტორიების კუთხე გაიხსნა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა აგრარულ უნივერსტეტში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს დაცული ტერიტორიების კუთხე გაიხსნა.

01 ნოემბერი 2015

ჩეხი ექსპერტების ვიზიტი

პროექტის, „იმერეთის მღვიმეების მართვის გაუმჯობესება“, ფარგლებში საქართველოს ჩეხ სპელეოლოგთა ჯგუფი ესტუმრა. ვიზიტის მიზანს მღვიმეების მიკროკლიმატის მონიტორინგი და საწურბლიას მღვიმის სპელეოთერაპიული მიზნებისთვის შეფასება წარმოადგენს. 

ჩეხი ექსპერტები - კარელ დრბალი, ვრატისლავ ოურაბკა და პეტრ ზაიჩეკი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილსა და იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების დირექტორ ზაალ კვანტალიანს შეხვდნენ. ასევე, მოინახულეს პრომეთეს, სათაფლიას, საწურბლიასა და დათვის მღვიმეები სადაც, მონიტორინგის პროგრამის მიმდინარეობისას მღვიმეების კვლევითი აპარატურა - ტენიანობისა და ტემპერატურის საზომი მოწყობილობა დამონტაჟდა, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია კი მღვიმის მიკროკლიმატის შემადგენლობის შემსწავლელი მოწყობილობით აღიჭურვა. განხორციელდა დამონტაჟებული აპარატურიდან ინფორმაციის ამოღება, ამასთან იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგი აპარატურის ექსპლუატაციისა და მონაცემების დამუშავების თემაზე. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის მღვიმეების სამსახურის მიერ პერსნალური კომპიუტერი გადაეცა იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას, სადაც, თავს მოიყრის მღვიმეების კვლევის შედეგები. 

ექსპერტები, ახლადაღმოჩენილი მღვიმეების შესასწავლად, რაჭას ესტუმრნენ და ადგილზევე განახორციელეს მღვიმის აგეგმვა და მიკრო კლიმატის შეწავლა. აგრეთვე დაათვალიერეს მარტვილის ტერიტორიაზე არსებული მღვიმეებიც. ექსპერტების სამუშაო ვიზიტი 3 ნოემბრამდე გასტანს.

აღნიშნული პროექტი ჩეხეთის მღვიმეების სამსახურის მხარდაჭერითა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.

14 ოქტომბერი 2015

საქართველოს დაცული ტერიტორიები - მიღწევები და გამოწვევები

ბათუმში საქართველოს დაცული ტერიტორიების ტერიტორიული ადმინისტრაციების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „საქართველოს დაცული ტერიტორიები: მიღწევები და გამოწვევები“. 

30 სექტემბერი 2015

კლიმატის ცვლილების მიტიგაციისა და ადაპტაციის მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში

21-23 სექტემბერს მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კლიმატის ცვლილების მიტიგაციისა და ადაპტაციის მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში“ ფარგლებში, რეგიონალური კონფერენცია გაიმართა 

29 სექტემბერი 2015

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევროპული დიპლომი გადაეცა

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებისათვის ევროპული დიპლომის გადაცემის საზიემო ცერემონია გაიმართა.

24 სექტემბერი 2015

მემორანდუმი ფილიპინების ბიომრავალფეროვნების მართვის ბიუროსთან

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ფილიპინების გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების მართვის ბიუროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

23 სექტემბერი 2015

მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიება ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე გაიმართა.

19 სექტემბერი 2015

საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილმა მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვრების დემარკაციის საკითხის განსახილველად საკონსულტაციო საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია.