ბალდის კანიონის ბუნების ძეგლი
ღირსშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი წარმადგენს მდ. აბაშის მიერ ასხის მასივის სამხრეთ ნაწილში, კირქვულ ქანებში გამომუშავებულ კანიონს. კანიონის სიგრძეა 1400 მ-ია, სიგანე 5-10 მ, ხოლო ჩაჭრის საღრმე 25-30 მ.
მდებარეობა: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. მეორე ბალდა, მდ. აბაშის ხეობა, ბალდის მამათა მონასტრის მიმდებარედ, 295 მეტრი ზღვის დონიდან.
კოორდინატები: N42 29.319 E42 24.580
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. მარტვილი. თბილისიდან მარტვილი დაშორებულია 280 კმ-ით; ხანგრძლივობა - 4 სთ;
ქ. მარტვილიდან - ბალდის კანიონის ბუნების ძეგლი - 11,4 კმ; ხანგრძლივობა - 20 წთ;
ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. მარტვილში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.
საკონტაქტო ინფორმაცია: დაცული ტერიტორიების სააგენტო
ტელ: 599 37 24 11
ელ-ფოსტა: info@apa.gov.ge
ფოტოგალერეა