საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ პორტალზე გადასასვლელად დააჭირეთ შემდეგ მისამართს:  oldapa.gov.ge

მოადგილეები

თამარ ხახიშვილი

თამარ ხახიშვილი

განათლება / კვალიფიკაცია

2021 წელს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი — გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

2015 წელს დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტი, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2013 წელს დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტი, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი და მიენიჭა ეკონომისტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

 

სამუშაო გამოცდილება

2021 წლიდან დღემდე — სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.

2017 წლიდან დღემდე — გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

2017–2021 წლებში — სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების სამსახურის უფროსი.

2016–2017 წლებში — თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

2014–2016 წლებში — თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის მეწარმეობის ხელშეწყობისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

2013–2014 წლებში — თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის თბილისის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

2012 წელს — თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის სტრატეგიული დაგეგმარებისა და სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

სამინისტროს უწყებები