ეროვნული პარკი
საქართველოში 17 ეროვნული პარკია, რომელთა საერთო ფართობი 575 217.01 ჰექტარს შეადგენს. პირველი ეროვნული პარკი - თბილისის ეროვნული პარკი, შეიქმნა 1973 წელს.
ეროვნული პარკი წარმოადგენს დაცული ტერიტორიების ერთ-ერთ კატეგორიას. ეროვნული პარკი იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით დიდი, ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული ეკოსისტემების დასაცავად და არსებული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიზნით. გარდა აღნიშნულისა, ეროვნული პარკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოტურიზმის განვითარებაში, განსაკუთრებით კი, საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციაში.