საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ პორტალზე გადასასვლელად დააჭირეთ შემდეგ მისამართს:  oldapa.gov.ge

ეროვნული პარკი

მაჭახელას ეროვნული პარკი

დაარსების წელი:

მაჭახელას ეროვნული პარკი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს მოიცავს და ზღ. დ.-დან საშუალოდ 300-350 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი შექმნის მიზანს უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვა წარმოადგენს. ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. აჭარისაღმართის ცენტრში.


პარკის ტერიტორიის 95% წაბლის, წიფლის, რცხილის და მურყანის ტყეებს უკავია. აქვე ხარობს ისეთი რელიქტური და იშვიათი სახეობები, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერნის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვ. პარკში ფუნქციონირებს სამი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო ბილიკი.

სამინისტროს უწყებები