ეროვნული პარკი
ერუშეთის ეროვნული პარკი
ერუშეთის ეროვნული პარკი 2021 წელს შექმნილი დაცული ტერიტორიაა, რომელიც ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტშია განთავსებული. ეს დაცული ტერიტორია მნიშვნელოვანი რეგიონალური თვალსაზრისით, რადგან დაახლოებით 38 კმ. მანძილზე ესაზღვრება თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ მდ. ფოცხოვის აღკვეთილს, ეს კი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს აჩენს. ასეთი ტიპის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ერთიანი ჰაბიტატის არსებობისთვის, ცხოველების მნიშვნელოვანი სახეობების შენარჩუნებისთვის, ფლორის განსაკუთრებული სახეობების დაცვისთვის. ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური დონის გაძლიერებას.