საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ პორტალზე გადასასვლელად დააჭირეთ შემდეგ მისამართს:  oldapa.gov.ge

დაცული ტერიტორიების სააგენტო

ნავენახევის მღვიმე X ევროპული ახალგაზრდული ბარათით

ნავენახევის მღვიმე „ევროპული ახალგაზრდული ბარათის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს მღვიმის მონახულებისას სპეციალური პირობებით ისარგებლონ.

ევროპული ახალგაზრდული ბარათი არის ახალგაზრდებისთვის შექმნილი შესაძლებლობების ბარათი, რომელიც ევროპის 40 ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს.

ნავენახევის მღვიმეში სამოგზაუროდ, ბილეთის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ პლატფორმაზე www.guru.ge, ასევე ნავენახევის მღვიმის ვიზიტორთა ცენტრში. ორივე შემთხვევაში აუცილებელია ევროპული ახალგაზრდული ბარათის მონაცემების მითითება.

ნავენახევის მღვიმე იმერეთის რეგიონში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავენახევში მდებარეობს.

მღვიმე ვიზიტორებისთვის ღიაა ყოველ დღე,10:00-დან 17:00 საათამდე.

სამინისტროს უწყებები