საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ პორტალზე გადასასვლელად დააჭირეთ შემდეგ მისამართს:  oldapa.gov.ge

სიახლეები

რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა!

კონკურსი ითვალისწინებს ეკოტურიზმზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარედ, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში მუდმივად მცხოვრებ პირებს - როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. საგრანტო კონკურსი გამოცხადდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, პროექტის - „ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში“ (BSLD) ფარგლებში.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: ბმული

სამინისტროს უწყებები