მიმდინარე პროექტები
All4Nature - ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა ბიომრავალფეროვნებისა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის შავი ზღვის აუზის ქვეყნებში”
პროექტები
2026 წლის ივნისში ოფიციალურად დაიწყო ევროკავშირის Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის ფარგლებში დაფინანსებული საგრანტო პროექტი „ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა ბიომრავალფეროვნებისა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის შავი ზღვის აუზში (All4Nature)”, რომლის პარტნიორია დაცული ტერიტორიების სააგენტო. პროექტის მიზანია შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების ამაღლება, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვის მდგრადი მექანიზმების განვითარება.
პროექტის ფარგლებში საქართველოში განხორციელდება მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის განახლება და ინტერაქტიური 3D საგანმანათლებლო სივრცის მოწყობა. ასევე დაგეგმილია ციფრული პლატფორმის შექმნაში მონაწილეობა, ბიომრავალფეროვნების კვლევების მხარდაჭერა, ქართულენოვანი სახელმძღვანელოს მომზადება, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებისა და მტირალას ეროვნულ პარკში 5 ეკობანაკის ჩატარება. პროექტის შედეგად, მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი გახდება „ბუნების დაცვის ცენტრების ქსელის“ (Save Nature Center's Network) წევრი.