დასრულებული პროექტები
–
სამხრეთ კავკასიის ბუნების დაცვის პროგრამა (მე-2 ფაზა)/
პროექტები
პროექტი მიზნად ისახავდა ჯავახეთის ეროვნული პარკის, ჭარბტენიან ტერიტორიაზე ხუთი აღკვეთილის და ეროვნული პარკის დამხმარე ზონის დაარსებაs საქართველოს კანონმდებლობისა და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის სახელმძღვანელო პრინციპების (IUCN) შესაბამისად; შერჩეული დამხმარე ზონისთვის სპეციალური პროგრამების მომზადებას და განხორციელებას ეროვნულ პარკსა და ჭარბტენიან ტერიტორიაზე არსებულ აღკვეთილებზე ზეწოლის შესამცირებლად; ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მხარდაჭერას საპროექტო ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საკითხში.
პროექტის ფარგლებში, ჯავახეთის ეროვნული პარკის ჭარბტენიან ტერიტორიაზე დაარსდა ხუთი აღკვეთილი და ეროვნული პარკის დამხმარე ზონა.