დასრულებული პროექტები
–
აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტი, საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამა ( DoI-ITAP)
პროექტები
პროექტი მიზნად ისახავდა დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ტექნიკური დახმარების გაწევას, ტრენინგ-კურსების ჩატარებას სააგენტოს თანამშრომლებისთვის დაცული ტერიტორიების სისტემის ეფექტურ მართვასთან დაკავშირებით.
პროექტის განხორციელების შედეგად გაძლიერდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობები. სააგენტოს თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგ-კურსები, რაც ხელს უწყობს დაცული ტერიტორიების სისტემის უფრო ეფექტურ მართვას, ბუნებრივი რესურსების დაცვასა და ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესებას.