დასრულებული პროექტები
კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობის პროგრამა - საქართველო (ეკორეგიონული კონსერვაციის პროგრამა, ფაზა III)
პროექტები
პროექტი მიზნად ისახავდა ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის განვითარებას, ყაზბეგისა და ალგეთის ეროვნული პარკების გაფართოება-განვითარებას, კინტრიშის დაცული ტერიტორიების განვითარებას და რეკატეგორიზაციას. ასევე, წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსებისა და დაცული ტერიტორიების მართვის და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში დაარსდა ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, აშენდა ყაზბეგის და ალგეთის ადმინისტრაციის და ვიზიტორთა ცენტრები, შესყიდულ იქნა ინვენტარი, აღჭურვილობა და მანქანები ადმინისტრაციებისათვის. განხორციელდა ტერიტორიების დემარკაციები, შემუშავდა მენეჯმენტის გეგმები, მომზადდა დაცული ტერიტორიების ეკო-ტურიზმის განვითარების სტრატეგიები და სხვა.