საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ პორტალზე გადასასვლელად დააჭირეთ შემდეგ მისამართს:  oldapa.gov.ge

დასრულებული პროექტები

აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის ეფექტურობის გაუმჯობესება
–

აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის ეფექტურობის გაუმჯობესება

პროექტები

პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაცული ტერიტორიების მართვის დახვეწას, ბიოგეოგრაფიული საზღვრების გაფართოებასა და ურთიერკავშირის განმტკიცებას უნიკალური კოლხური ტყეების უკეთ დასაცავად. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს აჭარის დაცული ტერიტორიების მართვის დახვეწასა და თურქეთის ჯამილის ნაკრძალთან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარებას; თავის მხრივ პროექტი დაეხმარება დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ფინანსური დაგეგმვის დახვეწაში, უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ჩაბმას დაცული ტერიტორიების მართვაში და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური პირობების უწყვეტ გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში მოხდა მაჭახელას ეროვნული პარკის დაარსება; ადმინისტრაციებისთვის ინვენტარის  შესყიდვა, ტრენინგების ორგანიზება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და სხვა.

სამინისტროს უწყებები