დასრულებული პროექტები
თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მცირე ეკო-ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი
პროექტები
პროექტი მიზნად ისახავდა თუშეთის ეროვნული პარკისა და დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურის (მაგ. ხიდები, საინტერპრეტაციო დაფები, სხვ.) განვითარებასა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს. ასევე, ტურისტული მარშრუტების დადგენასა და მონიშვნას.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა თუშეთის ეროვნული პარკისა და დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი. განახლდა ადმინისტრაციის ვებ-გვერდი, ჩეხი მოხალისეები იმყოფებოდნენ თუშეთში და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად განახორციელეს საფეხმავლო ხიდების შეკეთება და ომალოს სანერგეს შემოღობვაში დახმარება, დამონტაჟდა მაჩვენებელი აბრები, ჩეხ მოხალისეებთან ერთად მოხდა დიკლო-შენაქოს გზაზე ტერიტორიის დალაგება-დასუფთავება.