საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ პორტალზე გადასასვლელად დააჭირეთ შემდეგ მისამართს:  oldapa.gov.ge

დასრულებული პროექტები

ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო სამხრეთ კავკასიაში (IIIფაზა)
–

ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო სამხრეთ კავკასიაში (IIIფაზა)

პროექტები

TJS წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ბუნების დაცვის ეკორეგიონული პროგრამის ფარგლებში არსებული სამი კომპონენტის ნაწილს, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურის სამინისტროს (BMZ) მიერ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით.  TJS დახმარებას უწევს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის გარემოს დაცვის სამინისტროებს/დაცული ტერიტორიების მმართველ სტრუქტურებს რეგიონალური თანამშრომლობის გაუმჯობესებასა და ბუნების კონსერვაციის სექტორის განვითარებასა და ჰარმონიზებაში. პროექტის მთავარი მიზანია ეკორეგიონალური გეგმის შემდგომი განვითრება და მისი განხორციელების სტატუსის გაუმჯობესება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. პროექტის შედეგად მოხდა მეთოდოლოგიის შემუშავება დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის; დასრულდა მუშაობა დაცული ტერიტორიებისთვის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების  სახელმძღვანელო დოკუმენტზე, რომლის საფუძველზეც მომზადდა ლაგოდეხის, ვაშლოვანის და ჯავახეთის დტ-ს ტურიზმის განვითარების  სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები;  ჯავახეთის და  ტბა არფის ეროვნულ პარკებს შორის ბიომრავალფეროვნების ტრანსსასაზღვრო მონიტორინგის მიზნით, ჩატარდა პრაქტიკული ორნითოლოგიური ტრენინგები ჯავახეთის დტ-ის ადმინისტრაციის რეინჯერებისთვის. მომზადდა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი და სხვა.

სამინისტროს უწყებები