საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ პორტალზე გადასასვლელად დააჭირეთ შემდეგ მისამართს:  oldapa.gov.ge

დასრულებული პროექტები

UNDP/GEF-6 პროექტი - დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში
–

UNDP/GEF-6 პროექტი - დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში

პროექტები

პროექტის მიზანი იყო, გრძელვადიანი ფინანსური მდგრადობის და ეფექტური მართვის უზრუნველყოფა გლობალურად მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის საქართველოს 12 სამიზნე დაცულ ტერიტორიაზე.

პროექტის ფარგლებში მდგრადად და ეფექტურად ფინანსდება 12 დაცული სამიზნე ტერიტორია ( ჯამში 431,872 ჰექტარი);

  • სამიზნე დაცულ ტერიტორიებზე გაუმჯობესდა როგორც ფინანსური და საოპერაციო მართვის, ასევე მონიტორინგის ინსტიტუციური შესაძლებლობები;
  • მოხდა ეკოსისტემური სერვისების შეფასება და საქართველოს დაცულ ტერიტორიების სისტემაში  ინვესტიციების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი;
  • მოხდა ფინანსური საჭიროებების შეფასება (FNA) საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემისთვის;
  • მოხდა საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის შემოსავლების შესაძლებლობების ანალიზი;
  • განხორციელდა ალტერნატიული შემოსავლების გენერირების ანალიზი საქართველოს დაცული ტერიტორიების ადგილობრივი საჭიროებებისთვის და მათი განვითარებისათვის;
  • ნეძვის აღკვეთილში მოხდა საქმიანი ეზოს (BSY) მოწყობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა;• მოეწყო ნეძვის ბილიკი და დამხმარე ინფრასტრუქტურა, მათ შორის თავშესაფარი;
    დაპროექტირდა ქვაბისხევის ეკო-ტურისტული კომპლექსი;
  • შემუშავდა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის 10-წლიანი გეგმა;
  • დაინერგა SMART პატრულირების სისტემა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები აღიჭურვნენ უახლესი SMART აპარატურით.
  • შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტი ფინანსური ანგარიშგებისა და აღრიცხვისთვის დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის;
  • შემუშავდა მენეჯმენტის და საოპერაციო გეგმები კონკრეტული დაცული ტერიტორიებისთვის;
    მოხდა კლიმატის ცვლილების მოწყვლადობის, ადგილობრივი კლიმატის რეფუგიუმების შესწავლა/შეფასება;
  • მოხდა სისტემისა და მიზნობრივი სამიზნე დაცული ტერიტორიების შესაძლებლობების საჭიროებების შეფასება;
  • შემუშავდა შესაძლებლობების გაძლიერების სამოქმედო გეგმა;
  • დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ეფექტური მართვისთვის  შემუშავდა 10 წლიანი სასწავლო პროგრამის კონცეფცია;
  • შემუშავდა ელექტრონული პლატფორმა დაცული ტერიტორიების თანამშრომლების გადამზადებისთვის;
  • დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩაუტარდათ თემატური ტრენინგები და სემინარები.

სამინისტროს უწყებები