დასრულებული პროექტები
–
დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების მართვის გაუმჯობესება და მომსახურების სერვისების ზრდა სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით
პროექტები
პროექტი მიზნად ისახავდა 4 დაცული ტერიტორიისთვის (ალგეთის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის აღკვეთილი, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, თეთრობის აღკვეთილი) ტყის მართვის გეგმების შემუშავებას, დაცული ტერიტორიების ცალკეული არეალების ინვენტარიზაციას და ტყით დაფარული ფართობის ზუსტი მონაცემის იდენტიფიკაციას.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა დაცული ტერიტორიების მობილური აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს ყველა დაცულ ტერიტორიას და მნიშვნელოვან ობიექტებს დაცული ტერიტორიების ირგვლივ. ასევე, განისაზღვრა ტყის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლები. გამოვლინდა უნიკალური ეკოსისტემები, რომელთაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვთ ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით.