დაცული ლანდშაფტი
მაჭახელას დაცული ლანდშაფტი
მაჭახელას დაცული ლანდშაფტი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ხეობაში. მისი საერთო ფართობი 4292 ჰექტარს შეადგენს.
მისი შექმნის ძირითადი მიზანია უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების განადგურებისგან დაცვა, უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის - ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება, ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტერესებისა და გარემოსდაცვითი საკითხების დაბალანსება ბუნებრივი გარემოს აქტიური დაცვითა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებით.
მაჭახელას დაცული ლანდშაფტი გამოირჩევა ულამაზესი ლანდშაფტური ხედებით, ჩანჩქერებით, მდიდარი ბიომრავალფეროვნებით, ისტრიულ-კულტურული ძეგლებით, ადგილობრივი ტრადიციებითა და ფოლკლორით.
საქართველოს კანონი „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ ძალაში შევიდა 2023 წლის პირველი იანვრიდან.