საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ პორტალზე გადასასვლელად დააჭირეთ შემდეგ მისამართს:  oldapa.gov.ge

დაცული ლანდშაფტი

არაგვის დაცული ლანდშაფტი

დაარსების წელი:

არაგვის დაცული ლანდშაფტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მოიცავს მდინარეების – გუდამაყრის არაგვის, ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის − ხეობებს. მისი საერთო ფართობი 99 802 ჰექტარს შეადგენს. 

არაგვის დაცული ლანდშაფტი შეიქმნა ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, რომელიც ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად არის ჩამოყალიბებული; ასევე, ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული, ტურისტული და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად, რათა გარემოსდაცვით საკითხებთან ერთად, დაცული იქნას ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტერესები.

საქართველოს კანონი „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ ძალაში შევიდა 2021 წლის პირველი იანვრიდან.

არაგვის დაცული ლანდშაფტი არის IUCN-ის მიხედვით დაცული ტერიტორიის V კატეგორია, რომელსაც მართავს დუშეთის მუნიციპალიტეტი არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის მეშვეობით, გარდა სახელმწიფო ტყისა, რომელზეც პასუხისმგებელია და მართავს ეროვნული სატყეო სააგენტო.

 

სამინისტროს უწყებები