დაცული ლანდშაფტი
ტანა თეძამის დაცული ლანდშაფტი
ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტი 2023 წელს გორის მუნიციპალიტეტში შეიქმნა და მოიცავს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებს, მდინარეების ტანასა და თეძამის აუზებს. მისი საერთო ფართობია 21 864 ჰა.
დაცული ლანდშაფტის დაარსების მთავარ მიზანს ადგილობრივი თემის განვითარებისთვის ხელშეწყობა და რესურსების მდგრადი მართვით ბუნების კონსერვაცია წარმოადგენს.
ტანასა და თეძამის ხეობები წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნებით, სადაც გავრცელებულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები. ტანისა და თეძმის ხეობებს გააჩნია მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა რომელიც წარმოადგენილია ადრეული საუკუნეების ტაძრების, ციხე-კოშკებისა და ნასოფლარების სახით.
ტანისა და თეძმის ხეობების გეოგრაფიული მდებარეობა ეკოტურიზმის მთავარ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს. დაცული ლანდშაფტი იმართება გორის მუნიციპალიტეტის მიერ და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის განვითარებაში.