ეროვნული პარკი
რაჭის ეროვნული პარკი
დაარსების წელი:
2023 წელს, ონის მუნიციპალიტეტში, 50 835 ჰა ფართობზე რაჭის ეროვნული პარკი შეიქმნა.
რაჭა გამოირჩევა მდიდარი ბიომრავალფეროვნებით და საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. რაჭაში დაცული ტერიტორიის დაარსება ხელს შეუწყობს რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ბუნებრივ-კულტურული ფასეულობის დაცვა-შენარჩუნებას; განვითარდება ეკოტურიზმი, ინფრასტრუქტურა, დაინერგება ახალი ტურისტული სერვისები, რაც დადებითად აისახება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.