სახელმწიფო ნაკრძალი
ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი
ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი 2003 წელს შეიქმნა და ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალებს და ილტოს აღკვეთილს მოიცავს.
ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი 1935 წელს შეიქმნა. ბაწარას ნაკრძალი პანკისის ხეობაში, კერძოდ, მდინარე ალაზნის მარჯვენა შენაკადის, მდინარე ბაწარას ხეობაში ზღ. დ. 700-2,000 მ-ზე მდებარეობს. მდინარე ბაწარას ხეობის შუა ნაწილში მესამეული პერიოდის დენდროფლორის რელიქტის, უთხოვრის ტყის თითქმის 270 ჰა-იანი კორომებია შემორჩენილი. უთხოვრის ასეთი დიდი ზომის კორომებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
ბაბანეურის ნაკრძალი, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ძელქვის თითქმის 240 ჰექტრიანი კორომების დაცვის მიზნით, 1961 წელს დაარსდა და იგი ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონის მთისწინეთზე, სოფლების ქვემო ალვანის, ბაბანეურისა და ლალისყურის სიახლოვეს ზღ. დ. 380-1,100 მ-ის სიმაღლეზეა განლაგებული.
ილტოს აღკვეთილი მდინარე ილტოს ხეობის სათავე ნაწილს მოიცავს და ზღ. დ. 900-2000 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. ის აღმოსავლეთით ბაწარის ნაკრძალს ესაზღვრება. მისი დაარსების მიზანი ილტოს ხეობაში არსებული ტყის ძვირფასი ჯიშების და ამ ტყეებისთვის დამახასიათებელი ფაუნის დაცვა და აღდგენაა. მტაცებელ ფრინველთაგან აქ კაკაჩა, ქორი, მიმინო, ორბი და, იშვიათად, ბატკანძერაც გვხვდება. ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია ზღარბი, კვერნა, კურდღელი, მაჩვი, ტურა, მელა, მგელი, გარეული ღორი, დათვი, შველი, ფოცხვერი და არჩვი. ძალზე იშვიათია წავი.
ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალში შესვლა ნებადართულია მხოლოდ საგანმანათლებლო, არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგის მიზნით.
ილტოს აღკვეთილში ბოტანიკური, შემეცნებითი და სათავგადასავლო ეკოტურების მოწყობაა შესაძლებელი.
ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების სიახლოვეს მრავალი საინტერესო ისტორიულ-კულტურული ძეგლი მდებარეობს:
(XI საუკუნე) - მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ ალავერდში, მანძილი ქ. ახმეტიდან 18კმ;
გრემის ციხე-სიმაგრე და ეკლესია
(XVII საუკუნე) - მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფელ გრემში. ქ. ახმეტიდან მანძილი 45 კმ-ია, ქ. ყვარლიდან - 18 კმ;
(XII საუკუნე) - მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში სოფელ იყალთოსთან 1.5 კმ-ში. მანძილი ქ. ახმეტიდან 20 კმ, ქ. თელავიდან 10კმ;
ძველი და ახალი შუამთის სამონასტრო კომპლექსები
(VI - XVI სს) - მდებარეობს თელავიდან გომბორის მიმართულებით 10 კმ-ში;
(XVIII საუკუნე) - მდებარეობს ქ.თელავის ცენტრში, ერეკლეს მოედანზე.
მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქ. ახმეტიდან დ. თიანეთის მიმართულებით 12 კმ-ში;
დირექტორი
– გიორგი სიმონიშვილი
ტელ: 595 50 80 55
| ელ.ფოსტა: g.simonishvili33@gmail.com