საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ პორტალზე გადასასვლელად დააჭირეთ შემდეგ მისამართს:  oldapa.gov.ge

ბუნების ძეგლი

ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი

ღირშესანიშნაობა: განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. ი მღვიმე შესასვლელიდან 30-ე მეტრზე ორად იყოფა. მეორე სართული პატარა საფეხურებით დაკავშირებულია დარბაზთან. მღვიმეს გასასვლელი არა აქვს, ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის სისქე 7 მეტრია. 

მდებარეობა: თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნავენახევის მიდამოები, 320 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 14.507 E42 51.783

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ქუთაისი. თბილისიდან ქუთაისი დაშორებულია 230 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ;
ქ. თბილისი - ქ. ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალი - ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი 7 კმ. ხანგრძლივობა - 15 წთ.

მომსახურეობის სახეები:

ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო

ბილეთი არასრულწლოვნებისთვის 6 -18 წლამდე  - 5 ლარი

ბილეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვნებისა - 7 ლარი

ბილეთი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გარდა არასრულწლოვნებისთბისთვის - 10 ლარი

მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს 1 სკოლის კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი - უფასო

ტურისტული სააგენტოს გიდები (ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში) - უფასო

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

სამინისტროს უწყებები