სახელმწიფო ნაკრძალი
ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი
დაარსების წელი:
ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
ნაკრძალი პანკისის ხეობაში მდინარე ალაზნის მარჯვენა შენაკადს და მდინარე ბაწარას ხეობას მოიცავს, სადაც მესამეული პერიოდის დენდროფლორის რელიქტის, უთხოვრის ტყის თითქმის 270 ჰა კორომებია შემორჩენილი. უთხოვრის ასეთი დიდი ზომის კორომებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. სწორედ მათი დაცვა და შენარჩუნებაა ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალის შექმნის მიზანი. მისი ფართობი, დღეს, 3 036 ჰექტარი ტერიტორიაა.