სახელმწიფო ნაკრძალი
ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი
დაარსების წელი:
ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მცირე კავკასიონის მთების აღმოსავლეთ ნაწილს ქმნის. ნაკრძალის შექმნის მიზანი ხელუხლებელი ტყის მასივებისა და ბუნებრივი ლანდშაფტების, უნიკალური ფლორისა და ფაუნის, განსაკუთრებით კი, კავკასიური კეთილშობილი ირმის (Cervus elaphus maral) დაცვა და შენარჩუნება იყო. მისი ფართობი 13 187.6 ჰექტარია.