სახელმწიფო ნაკრძალი
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი
დაარსების წელი:
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ნაკრძალის საზღვარი მიუყვება საქართველოს სახელმწიფო საზღვარს აზერბაიჯანთან და მოიცავს პანტიშარისა და ვაშლოვანის მასივებს. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის შექმნის მიზანი არიდული ეკოსისტემისა და ბუნებრივი ლანდშაფტების უცვლელ მდგომარეობაში შენარჩუნება და ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი სახეობების დაცვაა. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი 9 962 ჰექტარია.