სახელმწიფო ნაკრძალი
სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი
დაარსების წელი:
სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ნაკრძალის შექმნას საფუძვლად დაედო მხარეთმცოდნის და პედაგოგის, პეტრე ჭაბუკიანის მიერ 1925 წელს სათაფლიის მღვიმის და 1933 წელს დინოზავრების ნაკვალევის აღმოჩენა. სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი მთლიანად წარმოდგენილია კოლხური ტყის ლანდშაფტით და ფლორისა და ფაუნის უნიკალური კოლხური სახეობებით, რომელთა დაცვა წარმოადგენს ნაკრძალის დაარსების მიზანს. ნაკრძალის ფართობი დღეს 330 ჰექტარს შეადგენს.