სიახლეები

ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილში (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი 63.07.51.028) მდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის (კოტეჯი) სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გაცემის მიზნით.

ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ქ. ფოთში, გურიის ქუჩა N222-ში მდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის (ოთხი ერთეული კოტეჯი, სამი ერთეული საპიკნიკე ნაგებობა, ერთი ერთეული საცეცხლური, შვიდი ერთეული კაიაკი და ერთი ერთეული ჰიდროციკლი) სარგებლობის უფლებით იჯარით გაცემის მიზნით.

ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ ომალო-თუშეთში, თუშეთის ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით.

სამუშაო საათების ცვლილება
გაცნობებთ, რომ დღეიდან საქართველოს 5 დაცულ ტერიტორიაზე სამუშაო საათები იცვლება

იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონის დაცული ტერიტორიების რეინჯერები და ტექნიკური პერსონალი „სინოფარმით" აიცრნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში, რეინჯერებისა და სერვისის მომწოდებლების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.

თეთრა მღვიმე - ახალი ტურისტული მიმართულება იმერეთში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ დავით იოსებაშვილთან და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერ გრიგოლ იოსელიანთან ერთად, ახალი ეკოტურისტული ობიექტი - თეთრა მღვიმე დაათვალიერა.

"მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის“ პროექტის შუალედური შედეგების წარდგენის ღონისძიება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე „მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის“ პროექტის შუალედური შედეგების წარდგენის ღონისძიებას დაესწრო.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-6 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ფარგლებში გამართულ ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-6 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 5ჯერ გაიზრდება
ბოლო წლების განმავლობაში, დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 28 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა; გაიხსნა ახალი ეკოტურისტული ობიექტები; საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი ევროსაბჭოს ლანდშაფტების კონვენციის კონკურსის გამარჯვებული გახდა; დაინერგა და განვითარდა ახალი ეკოტურისტული მიმართულებები და სერვისები, შედეგად, 2019 წელს, ვიზიტორთა რაოდენობამ რეკორდულ, 1.2 მილიონ ვიზიტორს მიაღწია, ეკოტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 11.5 მილიონი ლარი შეადგინა.

17 ივნისს გვალვასა და გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება
გაუდაბნოება და გვალვა გლობალური გარემოსდაცვითი პრობლემაა. ყოველწლიურად, მსოფლიოში 12 მილიონი ჰექტარი მიწა იკარგება გაუდაბნოებისა და გვალვების შედეგად.
გაუდაბნოება ნაყოფიერი მიწების უდაბურ ადგილად გადაქცევის პროცესია, რომლის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია ჭარბი და არამდგრადი ძოვება, ტყის ჩეხვა, სასუქებისა და პესტიციდების ჭარბად გამოყენება, ურბანიზაცია და კლიმატის ცვლილება.

კავკასიის ბუნების ფონდსა (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა. ხელშეკრულებებს ხელი გარემო დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა, თობიას მიუნხმაიერმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა მოაწერეს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილში ახალი ეკოტურისტული ბილიკი გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, UNDP-ის მოქმედ ხელმძღვანელთან, ანნა ჩერნიშოვასთან და CNF-ის ხელმძღვანელ თობიას მიუნხმაიერთან ერთად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილში ახალი, 32 კილომეტრიანი ბილიკი გახსნა.

საქართველოსა და კორეის ეროვნული პარკების საერთო გამოფენა
ალგეთის ეროვნულ პარკში საქართველოსა და კორეის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. 2 კვირის განმავლობაში ალგეთის ეროვნულ პარკში კორეის ეროვნული პარკების ფოტოგამოფენა იქნება წარმოდგენილი. პარალელურად, ექსპოზიცია კორეაში, ქ. ვონჯუშიც გაიხსნა, სადაც საქართველოს ეროვნული პარკების ფოტოებია გამოფენილი.

თუშეთის ეროვნულ პარკის ვიზიტორთა ცენტრი ვიზიტორებისთვის ღიაა!
თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა და თუშეთის ეროვნული პარკი პირველ ვიზიტორებს ელის. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი ომალოში მდებარეობს. სადაც როგორც ინფორმაციის მიღება და ტურის დაგეგმვა, ისე განთავსებაც შესაძლებელია. ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტები ვიზიტორებს მიაწვდიან ინფორმაციას ეროვნულ პარკში არსებული ტურისტული აქტივობებისა თუ განთავსების სხვადასხვა საშუალებების შესახებ, მათ შორის ვიზიტორთა ცენტრშივე არსებულ ნომრებზე.

მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლია 26 მაისიდან მუშაობას ანახლებს
მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია 26 მაისიდან მუშაობას ანახლებს და ვიზიტორებს სხვადასხვა საინტერესო სიახლეს სთავაზობს.მოგზაურობის მოყვარულებს უკვე შესაძლებლობა აქვს, საქართველოს 93-ვე დაცული ტერიტორია მოინახულოს