სიახლეები
2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა
2020 წელს, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიას ჯავახეთის დაცული ტერიტორიები შეუერთდა, რის შედეგადაც, ჩვენი ქვეყნიდან, ამ სტატუსს უკვე 3 დაცული ტერიტორია ატარებს: კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები და ჯავახეთის დაცული ტერიტორიები.
30 დეკემბერი 2020გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადება
საქართველოში, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, გამოცხადებულია უქმე დღეები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ პარკებში არ იმუშავებს ვიზიტორთა ცენტრები;
29 დეკემბერი 20202020 წლის ყველაზე მრავალფეროვანი დაცული ტერიტორიები
ბორჯომ-ხარაგაულისა და თუშეთის ეროვნულ პარკებს მოპოვებული გამარჯვება Welcome To Georigia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელმა მარინა ჩაიკამ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ კუსიდიმ მიულოცეს!
29 დეკემბერი 2020ბორჯომ-ხარაგაულისა და თუშეთის ეროვნულმა პარკებმა ტიტული „ყველაზე მრავალფეროვანი დაცული ტერიტორია“ მოიპოვეს.
საქართველოში ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში - Welcome to Georgia! ბორჯომ-ხარაგაულისა და თუშეთის ეროვნულმა პარკებმა ტიტული „ყველაზე მრავალფეროვანი დაცული ტერიტორია“ მოიპოვეს.
15 დეკემბერი 2020ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ადიგენის რაიონში, დაბა აბასთუმანში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მდებარე, 4500კვ.მ ...
14 დეკემბერი 2020პოპულაციის აღდგენის პროექტის ფარგლებში, საქართველოში ქურციკების რაოდენობა უკვე 150-მდე გაიზარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ერთობლივი პროექტი, რომელიც საქართველოში ქურციკების პოპულაციის აღდგენას გულისხმობს, წარმატებით ხორციელდება. დღეისთვის, მათი რაოდენობა 150 ინდივიდს აღწევს.
08 დეკემბერი 2020"ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის" პროექტის განხილვა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
"ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის" პროექტის განხილვა ონლაინ რეჟიმში, 4 დეკემბერს, გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები და არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრაზე განიხილეს დოკუმენტის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი, გამოითქვა მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.
15 ნოემბერი 2020ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა.
სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის მიერ რეინჯერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
13 ნოემბერი 2020ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს წყალტუბოს რაიონში, სოფელ ბანოჯაში, სათაფლიის აღკვეთილის მიმდებარედ არსებული 460 კვ.მ მიწის, 431 კვ.მ მიწის და წყალტუბოს რაიონში, სოფელ ყუმისთავში არსებული 1869 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1016 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის უფლებით გაცემის მიზნით.
04 ნოემბერი 2020"ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის განხილვა
2020 წლის 4 დეკემბერს, 12:00 საათზე, „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის განხილვა ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
04 ნოემბერი 20208 ნოემბრიდან, საქართველოს 5 დაცული ტერიტორია დროებით აჩერებს ვიზიტორთა მიღებას
ქვეყანაში Covid-19 პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, 8 ნოემბრიდან, საქართველოს 5 დაცული ტერიტორია - მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლიას მღვიმე, დროებით აჩერებს ვიზიტორთა მიღებას.
22 ოქტომბერი 2020ვაშლოვანის ეროვნულ პარკში გადაადგილება დროებით ნაწილობრივ შეიზღუდა
ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დროებით შეიზღუდა გადაადგილება უსახელოს გადასახედსა და მიჯნისყურეში, ასევე ცენტრალურ ბუნგალოებთან.
21 ოქტომბერი 2020ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში,ბარალეთში, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 14700 კვ. მ. მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით 45 წლის ვადით გაცემის მიზნით.
20 ოქტომბერი 2020თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი მომავალ ტურისტულ სეზონამდე დაიხურა
თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი მომავალ ტურისტულ სეზონამდე დაიხურა.
11 ოქტომბერი 2020ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ბილიკების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის ტერიტორიაზე ახალი სალაშქრო ბილიკის შექმნასა და არსებული ბილიკების ქსელის რეაბილიტაციას ახდენს. ბილიკების მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ დაათვალიერა.